თეგებით ძიება
24. 11. 2021 COVID - 19

შეზღუდვები, რომელიც პირველი დეკემბრიდან შემსუბუქდება

საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები გამოაცხადა, რომელიც რესტორნებს, კინოს, ოპერას, თეატრებსა და უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ეხებათ.

საბჭოს გადაწყვეტილებით:

რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე პასპორტით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ანუ, ისინი შეძლებენ თავისივე გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ.

შემსუბუქდა შეზღუდვა თეატრებსა და კინოთეატრებში - 30-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში;

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყაანში შემოდიან სახმელეთო საზღვრით თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან.

საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება უკვე მუდმივად; თუ ადამიანს აქვს PCR ტესტი 72-საათიანი ვალიდურობის ან ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი 24-საათიანი ვალიდურობის.

მწვანე პასპორტი საჭიროა რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ასევე, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა