დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მოხტდილი მოსახლეობის 34 პროცენტზე მეტი სრულად არის აცრილი:
- 24 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 112 851 აცრა.
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 117 964 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.3%.
- სრულად ვაქცინირებულია 984 539 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.5%.
- 23 ნოემბერს აიცრა 3 707 ადამიანი.