თეგებით ძიება

ტრაგედია ტყიბულში - კუსტარულ კარიერებში სამუშაოების წარმოება აკრძალული იყო

რამ გამოწვია უბედური შემთხვევა ტყიბულში - პროფკავშირების ინფორმაციით, კუსტარულ კარიერებს არ გააჩნდათ ლიცენზია და ადგილზე გამაგრებითი სამუშაოების წარმოება შრომის ინსპექციის აკრძალული ჰქონდა. მათი თქმით, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვისი დავალებით ხორციელდებოდა ქვა-ნახშირის ღია კარიერში სამუშაოები.

"ამ კუსტარულად გაკეთებულ შახტში არ მიმდინარეონდა ნახშირის მოპვების სამუშაოები, აქ მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები. გამომდინარე იქიდან, რომ კარიერებს რამდენიმე წლის წინ აეკრძალათ ლიცენზია და მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებები, როგორც ჩანს, უფრთხილდებოდნენ თავიანთ კუსტარულ შახტებს ეს დასაქმებულებიდა აკეთებდნენ გამაგრებით სამუშაოებს, რომ მთლა არ მომსპარიყო ეს შახტები, რა დროსაც მოხდა ეს ტრაგედია" , - გაგა ისაკაძე, პროფკავსირების წარმომადგენელი.

ტყიბულში, ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. მომხდარზე საქმე სსკ-ის მე- 240 მუხლით არის აღძრული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა