დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სრულად არის აცრილი.
- 1 დეკემბერი მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 183 335 აცრა.
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.0 %.
- სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.1%.
- 30 ნოემბერს აიცრა 11 999 ადამიანი.