თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

"აიცერი და გადარჩი. აიცერი და გადაარჩინე. სხვა გზა არ არსებობს" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ეკოვიდპანდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე აცრის აუცილებლობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ყვავილი - დაავადება, რომელიც შავი ჭირის შემდეგ და ესპანური გრიპუს, ე.წ. ისპანკას შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში მესამე ადგილზეა ადამიანების მსხვერპლის მიხედვით.

ფოტოზე მარცხნივ - ყვავილით დაავადებული აუცრელი ბავშვი. მარჯვნივ - აცრილი ბავშვი, რომლისთვისაც ყვავილით დაავადებულთან ახლო კონტაქტიც კი სრულიად უსაფრთხოა.

კაცობრიობამ, ეს გიგანტური მასშტაბის მტერი, საბოლოოდ 1978 წელს დაამარცხა. დაამარცხა აცრების მეშვეობით.

სულ სამ წელიწადში, კოვიდი 19ით მოტანილი მსხვერპლი, გაცდა ყვავილის მიერ ათასეული წლების სიკვდილის ჯამურ სტატისტიკას.
აიცერი და გადარჩი. აიცერი და გადაარჩინე. სხვა გზა არ არსებობს", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 850,102 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 12,119 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანა კოვიდშემთხვევათა რაოდენობით, მსოფლიოში 46-ე ადგილზეა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა