თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

ბიძინა კულუმბეგოვი 60 წლის ასაკის ზემოთ პირების სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა

მხარს ვუჭერ, რომ ასაკოვან ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დაწესდეს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ათჯერ შეგვიმცირებს სიკვდილობის ციფრებს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ მწვანე პასპორტებით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით გამოსავალი ვერ იქნება მიღწეული.

„ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის. გვესმის, რომ ეს მარტივი საკითხი არ არის. დასაწყისში კიდევ შეიძლება მსგავსი ღონისძიებების გაკეთება, იგივე უცხოური ფინანსური მხარდაჭერით, მაგრამ დღეს სახელმწიფოს ამის რესურსი არ აქვს. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება.

ჩვენ ძირითადი გენერირება მძიმე დაავადების და სიკვდილობის გვაქვს ასაკოვან ადამინებში, განსაკუთრებით 60-65 წლის ზემოთ. ამიტომ აქაც უნდა გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიც არის საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. მე მაგალითად, მხარს ვუჭერ, რომ ასაკოვან ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დაწესდეს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ათჯერ შეგვიმცირებს სიკვდილობის ციფრებს. ეს ნიშნავს ათასობით ჩვენს გადარჩენილ მოქალაქეს. ამიტომ, მიზნობრივ ჯგუფებში, სადაც ყველაზე მეტი მძიმე დაავადება და სიკვდილობაა, სახელმწიფომ მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, მე, როგორც ექიმი, ამას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა