თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

"ეს ბიჭი კოვიდით გარდაიცვალა" - გიორგი ფხაკაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდავცის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს ბრიტანელ ანტივაქსერ სპორტსმენზე, რომელიც კოვიდით გარდაიცვალა.

"ბათუმში არის ერთი “მეამბოხე” ფიტნესცენტრი. იქ კოვიდი არ არის, იქ ვაქცინა არ არის, იქ პირბადე არ არის… ხო, “თავისუფლების” მოყვარულები არიან და მახსოვს “გირჩმაც” იქირავა იქ ფართი და ასე შენდეგ… იმედია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ყველა წევრი აცრილია ….

ახლა წავიკითხე ეს სტატია. ბრიტანელი ჯონ იერსი, რომელიც იყო სპორტსმენი და ფიტნეს მოყვარული. სიმართლე რომ გითხრათ, ბათუმელი “ფიტნეს ცენტრის” მფლობელები გამახსენდა …

საინტერესია, რომ ბრიტანეთშიც და არა მარტო, რუსული ანტივაქსერული პროპაგანდა (ინგლისურენოვანი რუსული სააგენტო Russia Today) მუშაობს საკმაოდ აქტიურად და ანტივაქსერების დიდი "საინფორმაციო" წყაროა.

მოკლედ, ეს ბიჭი კოვიდით გარდაიცვალა … მისი ბოლო 12 სიტყვა “I will never send it to anyone, but if anyone questioned whether Covid is real, I would play it to them” …", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა