კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 72 ადამიანი, ხოლო 4295 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 883 833-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 796 453 პირი, ხოლო კორონავირუსს 12 191 საერთო ჯამში პაციენტი ემსხვერპლა.