თეგებით ძიება
02. 12. 2021 COVID - 19

1 491 თბილისი, 646 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 626 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 853 833-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 796 453.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 491

⭕ აჭარა - 172

⭕ იმერეთი - 646

⭕ ქვემო ქართლი - 196

⭕ შიდა ქართლი - 327

⭕ გურია - 104

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 328

⭕ კახეთი - 199

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 86

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 146

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც: 6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 596, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 389.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 633, აჭარაში - 124, იმერეთში - 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 43, იმერეთში - 32.

1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 705 - თბილისში, 253 - აჭარაში. 37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 319 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა