თეგებით ძიება
02. 12. 2021 COVID - 19

მოველი, რომ საქართველოში 1 თვეში დაფიქსირდება ახალი შტამი, შეშფოთების საგანია დაგვიცავს თუ არა ვაქცინა - თენგიზ ცერცვაძე "ომიკრონზე"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი", სავარაუდოდ, ერთ თვეში დაფიქსირდება.

მისი განმარტებით, დაგვიცავს თუ არა ვაქცინა და მედიკამენტები - ეს გარკვეული შეშფოთების საგანი არის.

"საქართველოში მოველი რომ ერთ თვეში დაფიქსირდება ახალი შტამი, საქართველო მთვარეზე არ არის და ბუნებრივია ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის. არის შეზღუდვები, მაგრამ ამ შეზღუდვას დიდხანს ვერ დაიცავ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჯერ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროცესი, სანამ გვეცოდინება ვაქცინა მოქმედებს თუ არა, ახალ შტამზე. თუმცა მინიმუმ ერთი თვე, დომინანტი "დელტა" შტამი იქნება. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რადგანაც ეს 100%-ით იცავს ყველა შტამისგან ადამიანს და თავი ავარიდოთ შეკრებებს.

დაგვიცავს თუ არა ვაქცინა და მედიკამენტები - ეს გარკვეული შეშფოთების საგანი არის, რადგანაც თანამედროვე ვაქცინები დამიზნებული იყო სწორედ ვირუსის იმ სტრუქტურის გასანეიტრალებლად, რომელშიც ეს ბევრი მუტაციები მოხდვა,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი" ნოემბრის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საშიშ ვირუსთა სიაში შეიყვანა. "ომიკრონი" 10-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე "დელტა" ვარიანტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა