თეგებით ძიება
02. 12. 2021 COVID - 19

"დადგინდა, რომ ყალბი “ექსპერტის” უკან დგას ჩინეთი" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი თავიანთი დაბალეფექტიანი ვაქცინების გასაღებას ცდილობენ და ანტივაქსერებს აფინანსებენ.

"ფეისბუქმა" დაბლოკა 600-ზე მეტი ანგარიში, რომელსაც ავრცელებდა ეგრეთ წოდებული “შვეიცარიელი მეცნიერი ვილსონ ედვარდსი”. დადგინდა რომ ამ ყალბი “ექსპერტის” უკან დგას ჩინეთი.

კიდევ ერთხელ, ჩინელები და რუსები თამაშობენ ბინძურ თამაშს. ისინი ცდილობენ, გაასაღონ თავისი დაბალ ეფექტური და დღეს უკვე, სავარაუდოდ (ომიკრონმა დაასამარა) არაეფექტური ვაქცინები და ასევე ცდილობენ, აჩვენონ თავის მოსახლეობას და “მსოფლიოს”, რომ “დასავლეთი” ცუდია, თავად კი მაგრები არიან და კარგად მართავენ სიტუაციას თავის ქვეყნებში. ზოგადად, საქართველოზე რუსეთი მუშაობს და ჩინეთი - უფრო ინგლისურენოვან მსოფლიოზე, ძირითადად, ამერიკაზე, ბრიტანეთზე, და რა თქნა უნდა, ტაივანზე, ჰონკონგზე და ტიბეტზე.

ანტივაქსერული მოძრაობები მთელს მსოფლიოში არის ამ უაზრო გეოპილიტიკური თამაშის ნაწილი. ადგილზე კი, მაგალითად საქართველოში, ადამიანები იღუპებიან ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შედეგად და ეს ანტივაქსერული პროპაგანდა ბუმერანგივით უბრუნდებათ იგივე რუსეთს და ჩინეთს!

ფაქტია, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!", - წერს ფხაკაძ ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა