თეგებით ძიება
02. 12. 2021 COVID - 19

"ჩემნაირ დამოუკიდებელ ადამიანებს ჩააბარეთ" - გიორგი ფხაკაძე ეპიდემიის მართვაზე საქართველოში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონზე" სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ ეპიდემიის მართვა აპოლიტიკურმა და დამოუკიდებელმა ადამიანებმა უნდა განახორციელონ.

"სად არის ახალი ვარიანტი დღეს, გრაფაში კარგად ჩანს!
რა ვქნათ? იცით, რა ვქნათ! ჩემი რეკომენდაციებია:

მოსახლეობის 90% უნდა აიცრას ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინით. როგორ მივაღწიოთ ამას, აპოლიტიკური კოვიდ მართვა და შესაბამისად აპოლიტიკური გადაწყვეტილებები. ან ჩემნაირ დამოუკიდებელ ადამიანებს ჩააბარეთ ეს მართვა (ამას არ/ვერ იზამთ არავინ, საქართველოში ხო ვიღაცისტი უნდა იყო!) ან ჩვენი ჯარიდან ყველაზე გამორჩეული გენერალი (ჩვენი ჯარი აპოლიტიკურია და ყველა ვცემთ პატივს). ისე პორტუგალიაში მოსახლეობის 98%-ის აცრა, ზუსტად სამხედრო გენერალმა შეძლო. გერმანიაში გადაწყვიტეს ამ გზით წასულიყვნენ 3 დღის წინ.

ბუსტერი, ანუ მე-3 დიზა 3 თვეში მე-2 დოზიდან მხოლოდ ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინით. თავს ნუ ვიტყულებთ და ბრიტანეთის მაგალითი გამოვიყენოთ.

სამედიცინო პირბადე ყველგან - დახურულ სივრცეშიც (სკოლებიც და ოფისებშიც).

მაქსიმალურად დისტანციური მუშაობა/სწავლა, სადაც ეს შესაძლებელია.

მასიური საინფორმაციო კამპანია და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ყველა წევრი.

გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული სწრაფად, ეფექტურად და მტკიცებულებებზე დაფუძნებით.
ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის!
გამოსავალი არის პროფესიონალური აპოლიტიკური პროცესის მართვა!
არაპროფესიონალიზმი კლავს!
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა