"აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. დაუშვებელია, სასულიერო პირმა მორწმუნეებს აუკრძალოს ვაქცინაცია" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართებას განიხილავს რელიგიასთან და აცხადებს, რომ აცრას რელიგიური დატვირთვა არ აქვს.
"აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში,
ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.
”შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი.”
ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ამის მიუხედავად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა განცხადების არსი და მნიშვნელობა მაინც ვერ გაიგო…", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.