გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს
გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მათი დეპორტაცია სპეციალური რეისით განხორციელდა.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრონტექსის” წარმომადგენელი ამბობს, 2021 წელს ეს საქართველოს მოქალაქეების 30-ე დეპორტაციაა.
“გერმანიიდან და შვედეთიდან განხორციელდა დეპორტაცია. საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა ირმა ცირამუამ.