თეგებით ძიება

“დაჯგუფება “ნაცისტების“ წევრია, თურმე სტატუსი დაუწერია უნდა მოვკლაო“ - თბილისში 16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა: რას აცხადებენ დედა და მკურნალი ექიმი

თბი­ლის­ში, 16 წლის ბიჭი 14 წლის მო­ზარ­დმა დაჭ­რა. 16 წლის მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მას ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლი ზეს­ტა­ფო­ნის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე და­ა­კა­ვა.

"კუ­რი­ე­რი" დაჭ­რი­ლის დე­დას და მკურ­ნალ ექიმს ესა­უბ­რა.

მშო­ბე­ლი კონ­კრე­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ პირი, რო­მე­ლიც მის შვილს თავს და­ეს­ხა, ნა­ცის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია. მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი კი თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში ნიღ­ბე­ბით იყ­ვნენ.

დე­დის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ, მის შვილ­სა და მო­ზარდს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, თუმ­ცა სკო­ლა შე­იც­ვა­ლეს და მას შემ­დეგ არ იყო არა­ნა­ი­რი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ კონ­ფლიქ­ტი გრძელ­დე­ბო­და.

რო­გორც დედა აღ­ნიშ­ნავს, შემ­თხვე­ვამ­დე ცო­ტახ­ნით ადრე, მო­ზარ­დმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ 16 წლის პი­რის მოკ­ვლას აპი­რებ­და, თუმ­ცა მან ეს პოს­ტი მა­ლე­ვე წა­შა­ლა.

18:36 / 24-12-2024

დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის დედა

"ეს ბავ­შვი არის, რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბაა "ნა­ცის­ტე­ბის" წევ­რი, დაჰ­ყვე­ბათ გოგო. სამი წლის უკან ზუს­ტად არ ვიცი რა მოხ­და, შე­მოხ­ლა მოხ­და და სკო­ლა­ში მო­ა­ყე­ნა ნიღ­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბი. მერე თით­ქოს ჩა­წყნარ­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ სულ ემუქ­რე­ბო­და, ოღონდ დიდი ბი­ჭე­ბით, მაგ­რამ რო­გორც ვხვდე­ბი ბი­ძამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

გიოს ვერ იტან­და. და­ი­ნა­ხა­ვენ ვი­ღა­ცას, თუ არ მო­ე­წო­ნათ შე­იძ­ლე­ბა დანა გა­უ­ყა­რონ. ჩემს შვილ­თან რა უნ­დო­და არ ვიცი. იმი­ტომ, რომ ეს ბავ­შვი გა­და­ვი­და ამ სკო­ლი­დან. მერე, თურ­მე და­უ­წე­რია სტა­ტუ­სი უნდა მოვ­კლაო. როცა გა­ი­გო, რომ ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ვი­და, უცებ აიღო სტა­ტუ­სი", - გა­ნა­ცხა­და დაჭ­რი­ლის დე­დამ.

დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას აფა­სებს ექი­მი ხა­თუ­ნა ხუ­ფე­ნია:

“პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე. პა­ცი­ენ­ტი შე­მოყ­ვა­ნი­ლია ახ­ლობ­ლე­ბის მიერ ჩვენს კლი­ნი­კა­ში. ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს კი­სერ­ზე, შე­მა­ვა­ლი, მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით. იყო შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ასე­ვე წინა მხარ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ორი სის­ხლმდე­ნი ჭრი­ლო­ბა. გა­კეთ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბით. მა­სი­უ­რი და­ნა­კარ­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის უკი­დუ­რე­სად მძი­მე. ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში.“ - აცხა­დებს ექი­მი.

წყარო - rustavi2

თეგები

მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა