თეგებით ძიება

გაძვირებული და გაიაფებული პროდუქტების ჩამონათვალი

საქსტატის ცნობით, ზეთი და ცხიმი როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. წლიურ ჭრილში ზეთი და ცხიმი 27.7 პროცენტითაა გაძვირებული. ხოლო, თვიურ ჭრილში, ოქტომბრის თვესთან შედარებით, ზეთის ფასებმა 1%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ტკბილეულს, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 17.4 პროცენტით გაძვირდა. ეს პროდუქტები გაძვირებულია ბოლო 30 დღის განმავლობაშიც - 0.9 პროცენტით.

საქართველოში ფასები თევზეულზეც გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ბოლომდე თევზეული 16 პროცენტით გაძვირდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, გაძვირებულია ხილიც, ერთ წელში 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში ხილი და ყურძენი 15.5 პროცენტით გაძვირდა. რაც შეეხება თვიურ მაჩვენებელს, ერთი თვის ჭრილში ხილისა და ყურძნის ფასები 2.6%-ით არის შემცირებული.

ერთადერთი რაზეც ფასმა იკლო ბოსტნეულია. კერძოდ, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ბოსტნეულის ფასი 5.1 პროცენტით არის შემცირებული. თუმცა, წლიურად ბოსტნეულ-ბაღჩეული გაძვირებულია 26.2%-ით.

წლიურ ჭრილში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9 პროცენტი);

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა