თეგებით ძიება
03. 12. 2021 COVID - 19

რას ამბობს სამხრეთაფრიკელი ექიმი, რომელმაც კოვიდის ახალი შტამი "ომიკრონი" აღმოაჩინა

აფრიკაში, კერძოდ კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კოვიდის ახალი შტამი, რომელსაც "ომიკრონი" უწოდეს, 30-წლიანი სამედიცინო პრაქტიკის მქონე ექიმმა, ანჟელიკა კოეტზმა აღმოაჩინა.

როგორც "როიტერს" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა, სწორედ აღნიშნული ექიმის მიერ იქნა დაფიქსირებული ავადსახსენებელი კოვიდის ახალი შტამი.

სამხრეთაფრიკელი ექიმის თქმით, ახალი შტამი მართალია სწრაფად ვრცელდება, მაგრამ კოვიდის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით ბევრად იოლი განვითარება ახასიათებს, მთავარია პაციენტი შესაბამისი ნიშნების დაფიქსირებისთანავე გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ანჟელიკა კოეტზის თქმით, არცერთი პაციენტი არ უჩიოდა გემოს და ყნოსვის დაკარგვას, არ ჰქონდათ ტემპერატურა, უჩიოდნენ ძლიერ დაღლილობის შეგრძნებას და თავის ტკივილს.

"პაციენტები სეზონური თანხმლები გრიპითაც იყვნენ დაავადებული. თუმცა მქონდა საინტერესო შემთხვევაც, სიმპტომების გამოჩენიდან მხოლოდ რამდენიმე დღის მერე მომიყვნეს ბიჭუნა გულის მაღალი რიტმით და ტემპერატურით, სათანადო მკურნალობის შემდეგ ყველაფერი 2 დღეში ჩადგა წესრიგში" - განაცხადა ანჟელიკა კოეტზმა.

"ომიკრონით" გამოწვეული განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დაფიქსირებაზე არ საუბრობს სამხრეთაფრიკელი ექიმი. მისი თქმით, აღნიშნული შტამი არაა მძიმე ფორმის და თავისუფლად შეიძლება ექიმთან კონსულტაციით იმკურნალოს სახლის პირობებში.

"ყველა პაციენტი "ომიკრონის" შტამით, ვინც მე მომმართა, გამოჯანმრთელებულია" - განაცხადა მან.

წყარო - intermedia


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა