კორონავირუსის „ომიკრონ” შტამით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს - ჯანმო
tagesschau-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების შესახებ, მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია ინფორმაცია ომიკრონით გარდაცვალების შესახებ, – განაცხადა ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა.
წყარო - ipress.ge