თეგებით ძიება
03. 12. 2021 COVID - 19

"მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ე.წ. "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ემხრობა.

"ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.

ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს "მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

საქართველოში "მწვანე პასპორტი" პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა