თეგებით ძიება
04. 12. 2021 COVID - 19

არ გამოვრიცხავ სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ეტაპობრივად სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს რესურსი, რომ სწორი კომუნიკაციით წავახალისოთ და მივიყვანოთ ადამიანები ამცრელ პუნქტებში.

ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამოიწუროს კომუნიკაციის ყველა არხი და ამის შემდეგ მოხდება განხილვა იმის უნდა გახდეს თუ არა ვაქცინა სავალდებულო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა