კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3950 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი, ხოლო 2014 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 861 883-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 801 864 პირი, ხოლო კორონავირუსს 12 298 საერთო ჯამში პაციენტი ემსხვერპლა.