ბელგიაში 2 ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა
ბელგიაში 2 ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ანტვერპენის ზოოპარკის ინფორმაციით, 14 წლის იმანის და 41 წლის ჰერმიენის კორონავირუსზე შემოწმება სურდოს გამო გადაწყვიტეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვისგან გადაედოთ ცხოველებს ვირუსი. მათი ყველა მომვლელის ტესტის პასუხი უარყოფითია, ზოოპარკის სტუმრებს კი ცხოველებთან ახლოს მისვლის უფლება არ აქვთ.
ამჟამად ბეჰემოთები თავს კარგად გრძნობენ.