თეგებით ძიება

თუ ჩვენ შევისყიდით მაღალ ფასში საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით - სოსო ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, ბენზინი ბოლო ერთ წელში 44,7%-ით არის გაძვირებული.

"საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები არიან მხოლოდ გამტარები. ისინი ყიდულობენ და ყიდიან საწვავს.

თუ ჩვენ შევისყიდით მაღალ ფასში საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. მე მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის ნათლად არის გასაგები. ამიტომ, არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით. ის ინფორმაცია, რა ღირს კონკრეტულ მომენტში ნავთობი, იცის მთელმა მსოფლიომ.

რაც შეეხება აქციზს, თუ მთავრობა შეამცირებს აქციზს, მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ნებისმიერი გადასახადის შემცირებას. თუ ამის რეზერვი არსებობს და ეს გაკეთდება ძალიან კარგი იქნება", - ამბობს ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა