თეგებით ძიება

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული, შესაძლოა პატარა კამათიც დიდ გაუგებრობაში გადაიზარდოს.

კურო

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოუსმინეთ თქვენს სხეულს, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები. მეტი დაისვენეთ და ყურადღებით იყავით საკვებ რაციონთან.

ტყუპები

თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისგან, ასევე აზარტული თამაშებისგან.

კირჩხიბი

დიდია შფოთი და გაღიზიანების ფონი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიჰყევით ჩვეულ საქმიანობას.

ლომი

აქტიური დღეა, შეხვედრები, მგზავრობები, მოლაპარაკებები... კარგი იქნება თუ საქმიან პარტნიორებს მყუდრო ადგილას შეხვდებით და ერთად განიტვირთებით, ეს გააუმჯობებსებს კომუნიკაციას.

ქალწული

შესაძლოა დღეს მეტად სულსწრაფი იყოთ, გაგიჩნდეთ დროის ტარებისა და მოლხენის სურვილი. ზომიერების ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია.

სასწორი

თქვენი ქმედების შედეგები ისევ თქვენგან რეაგირებას მოითხოვს, ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ ყველა დაწყებული საქმე.

მორიელი

მატულობს ტყუილების ალბათობა. დღეს გაცნობილი ადამიანები შესაძლოა სულაც არ იყვნენ ისეთები როგორადაც თავს გაჩვენებენ. იყავით მეტად დაკვირვებული.

მშვილდოსანი

ფინანსური გადახარჯვა შესაძლოა რაღაც დროით პრობლემების მიზეზი გახდეს, თუმცა ამაზე ნერვიულობა არ ღირს, მიმართეთ დახმარებისთვის გამოცდილ მეგობრებს.

თხის რქა

შესაძლოა მოშურნეები ლუპით გაკვირდებოდნენ, ამიტომ ნუ დააგდებთ ტემპს, გულდაგულ მიჰყევით თქვენს საქმეებს.

მერწყული

საზოგადოებაში ყოფნისა და ურთიერთობების წყურვილი არ გასვენებთ, ნუ შეიზღუდებით თქვენს სურვილებში. მეტად გაანებივრეთ საკუთარი თავი.

თევზები

არასტაბილური განწყობის გამო შესაძლოა გეგმებში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. მოერიდეთ რთულ ადამიანებს, რომლებთან კომუნიკაციაც თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა