თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

"5 წლამდე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია უფრო მაღალია "დელტასთან" შედარებით" - გიორგი ფხაკაძე ახალ შტამზე

საზოგადოებრივი ჯნდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამ "ომიკრონით" ინფიცირებული 5 წლამდე ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

"ომიკრონი" საშიშია!
5 წლამდე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი "დელტასთან" შედარებით!
უფრო დეტალური, და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.
ეს ვარიანტი სავარაუდოდ, ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვეა!
ეს ვარისნტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტი უკვე საქართველოშია!
ბრაზილიაში, რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება
რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია
და ასე შემდეგ …..

სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ!

რეკომენდაცია საქართვრლოს მთავრობას:

საქართვრლოში ჩამოსულმა ყველა ადამიანმა, ვაქცინირებულმა და არა ვაქცინირებულმა, უნდა წარადგინოს პსრ ტესტი (48 საათით ადრე), სანამ გადალახავს საქართველოს საზღვარს!

სასწრაფოდ გადასვლა მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერ/ბიონტეკზე ან მოდერნაზე)!

ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინირებულისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში. მე-3 დოზა უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერ/ბიონტეკის ან მოდერნას ვაქცინა! სრულიად ვაქცინირებული უნდა იყოს: 1 დოზა, მე-2 დოზა 21-28 დღეში, მე-3 დოზა მე-2 დოზიდან 3 თვეში.

კოვიდ საშვის “გამწვანება” უნდა იყოს მხოლოდ:
სრულიად ვაქცინირებული პროტოკოლის მიხედვით
პსრ ტესტის 24 საათის ვალიდურლობა
კოვიდ გადატანილი პოზიტიური ტესტი 3 თვეს ვალიდურობა
თავს ნუ ვიტყუებთ. მოვემზადოთ! მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობა არის!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა