თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

"სად არის საღი აზრი?! საქართველოში პოლიტიკური პარტიები ანტივაქსერული ელექტორატის გადაბირებით და მოთაფვლით არიან დაკავებული" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ კოვიდვითარებას, ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და პოლიტიკური პარტიების ქმედებებს სოციალურ ქსელში აფასებს.

"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები ფიზიკურად არ არის, მოსახლეობის 10%-იც არ არის აცრილი და მე-3 დოზებზე არც კი ოცნებობენ!
მდიდარ ქვეყნებში ვაქცინების ჭარბი რაოდენობაა, მოსახლეობის 80% უკვე აცრილია და 10%-ზე მეტმა მე-3 დოზა უკვე გაიკეთა!
საქართველო სად არის?!
ფაქტია, რომ მდიდარი ქვეყნები უფრო დაცულები არიან, ღარიბები - ნაკლებად დაცულები.
მდიდარი ქვეყნების ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს ძირითადად მწვანე პასპორტების დახმარებით მოხდება.
ღარიბი ქვეყნების ეკონომიკა კიდევ უფრო განადგურდება. იქ კოვიდ პასპორტების ფუფუნება არ არის, რადგან ვაქცინები ფიზიკურად არა აქვთ.
საქართველო სად არის?!
მწვანე პასპორტიც “ქართულ ჯიგრულ პონტში” არის გაკეთებული, ვაქცინაციის საბუთებს აყალბებენ, პოლიტიკური პარტიები კი ანტივაქსერული ელექტორატის გადაბირებით და მოთაფვლით არიან დაკავებული!
სად არის საღი აზრი?!
სად არის საღი?!
სად არის?!
სად ?!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა