თეგებით ძიება
05. 12. 2021 COVID - 19

"ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც კი" - ნანა გეგეჭკორი ახალ კოვიდწამალზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო ახალ მედიკამენტზე წერს, რომლის მიღება ახალშობილებასაც კი შეეძლებათ.

"3 დეკემბერს, FDA-მ ავტორიზაცია გაუფართოვა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილს, ბამლანივიმაბის და ეტესევიმაბის (bamlanivimab and etesevimab) შემადგენლობით, უკვე 12 წელს ქვემოთ ასაკის პოპულაციაში. კოვიდ-19-ის სამკურნალოდ და კორონავირუსთან შემხებლობისას პროფილაქტიკისთვის, ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც კი.
ჯერ-ჯერობით არ არსებობს ცნობები მონოკლონალური ანტისხეულების ეფექტურობაზე კორონავირუსის ახლად აღმოჩენი შტამთან მიმართებაში. ბოლო ორი თვის განმავლობაშ გამოქვეყნდა არაერთი საიმედო კვლევა ამ პრეპარატების ეფექტურობაზე, უკვე გავრცელებულ შტამებთან მიმართებაში", - ნანა გეგეჭკორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა