თეგებით ძიება

ჩინეთიდან საქართველოსკენ პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებლი გამოემგზავრა. ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"2021 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია, საელჩოს დესპანთან, დავით პიპინაშვილთან ერთად, ვიზიტით იმყოფებოდა განსუს პროვინციის ქალაქ უვეიში.

ელჩმა შეხვედრა გამართა განსუს პროვინციის ვიცე გუბერნატორთან ჭანგ ძინ განგთან და მონაწილეობა მიიღო საქართველოს მიმართულებით, პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიაში. სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია ქ. თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩავა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, ქ. უვეის მერი და სხვა საპატიო სტუმრები.

ელჩმა სიტყვით გამოსვლის დროს, ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპრტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას. თავის მხრივ, ვიცე გუბერნატორმა აღნიშნა, საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება.

სს "საპარტნიორო ფონდი", რომელიც თანამშრომლობს ქ. უვეის ლოგისტიკურ ცენტრთან, აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა