თეგებით ძიება

თბილისის აეროპორტში ნაღმს ეძებდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიევიდან ჩამოფრენილ მგზავრებს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდათ.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაჯდა. მგზავრებისთვის არ განუმარტავთ, თუ რატომ მოხდა მათი შეფერხება და ბარგის დამატებითი შემოწმება.

"კურიერის" ინფორმაციით კი, აეროპორტში კიევი-თბილისის რეისზე ნაღმის შესაძლო არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა