დევნილებს ბინებს აუშენებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამასთან, რაც შეეხება კორონავირუსს, პრემიერის თქმით, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 2022 წელს განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კი დამატებით 300 მილიონი ლარი გამოიყოფა.