თეგებით ძიება

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაეზრდებათ ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულებს - ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს და ზოგადად, საჯარო სექტორში განხორციელდება ხელფასის 10%-იანი მატება.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ბიუჯეტში, წარდგენილშიც და საბოლოოშიც, წერია, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარადგენს წესს, როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო სექტორში ხელფასების მატება. მომავალ წელს ეს წინადადება, ეს წესი წარდგენილი იქნება, სადაც საჯარო მოხელეების ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულება იქნება იმაზე, თუ როგორი ზრდა არის კერძო სექტორში. კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს როგორ ეზრდებათ ხელფასები, ამაზე იქნება დამოკიდებული საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა. ძირითადი წესი სწორედ ეს იქნება, საბოლოო ჯამში, ეს მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს“, – განაცხადა ხუციშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა