ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1210 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2.43 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 3.4953 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5302 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.72 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 დეკემბრიდან შევა ძალაში.