თეგებით ძიება

„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა 24 იანვარს გაიმართება

ლეგანდარული ქართველი მოჭადრაკე "ნეტფლიქსის" წინააღდმდეგ - ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანიას კალიფორნიის სასამართლოში უჩივის. საქმე სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ ეხება, სადაც გაფრინდაშვილი რუს მოჭადრაკედ არის წარმოჩენილი. დავის ერთ-ერთი საგანი კიდევ ერთი გარემოებაა, სადაც ნახსენებია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

ირკვევა, რომ სცენარისტებს კოორდინაციაში რუსი მოჭადრაკე გარიკ გასპაროვიც ეხმარებოდა. სწორედ მას უნდა მიეწოდებინა ზუსტი ცნობები ქართველი მოჭადრაკის შესახებ.

სამართლებრივი დავის დაწყებამდე მოჭადრაკემ კომპანიას შეგნებული ტყუილის აღიარების მოთხოვნით არა ერთხელ მიმართა, თუმცა „ნეთფლიქსმა“ მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ქართველი მოჭადრაკე მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

ნონა გაფრინდაშილის უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ "ნეთფლიქსი" გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს ამოეფარება.

"გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს ამოეფარება სავარაუდოდ, „ნეთფლიქსი“, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არისმოგონილი და მოგონილი პერსონაჟის გარშემო ვითარდება, ის უთითებს ერთადერთ რეალურ ადამიანზე, ნონა გაფრინდაშვილზე. რადგან რეალურზე უთითებს, მან მის შესახებ რეალური ცნობები უნდა გაავრცელოს და განგებ არ უნდა დაამახინჯოს", - ამბობს მოჭადრაკის ინტერესების დამცველი.

კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშილის საჩივარი განხილვაშ უკვე მიიღო. ვის სასარგებლოდ გადაწყდება რეზონანსული დავა, აშშ-ს სასამართლო გადაწაყვეტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა