თეგებით ძიება

ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

მკვლელობაში ბრალდებულის, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო.

არსებითი განხილვის პირველი სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა, სადაც მხარეებმა ნაფიცი მსაჯულებისთვის განკუთვნილი კითხვარი შეადგინეს და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს.

ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურის საქმის განსახილველად 14 ნაფიცი მსაჯულის შერჩევაზე პროცესები 2022 წლის 21 იანვრიდან დაიწყება.

კონფლიქტში მონაწილე და კიდევ ერთი ბრალდებულის, ჯაბა ჯანგირაშვილის საქმე, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, მოსამართლემ ცალკე გამოყო, ვინაიდან ის ნაფიცი მსაჯულების განხილვას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყის მიმდებარედ 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, 3 ადამიანი მოკლეს, 2 კი დაიჭრა. მოკლულებს შორის ერთი, ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. წინა სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა