10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
მოქმედებისთვის დროა, შესაძლებლობები, კი იმაზე მეტი გაქვთ ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ შეძლებთ დაინახოთ და სათქვენოდ გამოიყენოთ ის, რაც აქამდე თითქოს მიმალული იყო.
კურო
თუ ყოყმანობთ და ფიქრობთ ინვესტირებას რაიმე საქმეში, სძლიეთ ეჭვებს, სულ მალე მტკიცედ გეცოდინებათ როგორ მოიქცეთ და ყველაფერს წარმატებულად, თუმცა არაორდინალური გზით დააგვირგვინებთ.
ტყუპები
დღის წესრიგში დადგება ურთიერთობების შეცვლის სტატუსი, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს თქვენი ყოველდღიური ყოფა და გარემო.
კირჩხიბი
შესაძლოა დაღლილობამ ან მოტივაციის უქონლობამ მთლიანად გამოგაცალოთ ენერგია, მაგრამ ახლა გაორმაგებული ძალით და გამაჯანსაღებელი თვისებებით დაგიბრუნდებათ სასიცოცხლო ენერგიები.
ლომი
სადაც არ უნდა იყოთ, რა სფეროშიც არ უნდა საქმიანობდეთ, დრო დადგა წარმოაჩინოთ თქვენი ძალები და დაიკავოთ კუთვნილი ადგილი. ახლა სხვის ჩრდილქვეშ ყოფნის დრო არ არის.
ქალწული
ახლა საშუალება გექნებათ ბოლო მოუღოთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მოეშვით გადარბენებს, დამშვიდდით, ყველაფერს იოლად და ძალისხმევის გარეშე გაართმევთ თავს.
სასწორი
დღეს სასურველია არაკეთილმოსურნეთა გამოხტომებს თქვენი გონივრულობითა და ენაგამჭრიახობით გაუმკლავდეთ, მოთმინებითა და მოხერხებულობით გარშემომყოფთა დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ.
მორიელი
ყურედღება მიაქციეთ სიზმრებს, ასევე თუნდაც აბსურდულ იდეებს, რადგან შესაძლოა სწორედეს ეს იდეები გახდეს ფულის მოზიდვის კარგი საშუალება. ახლა თქვენი მთავარი საზრუნავია ბიუჯეტის სწორად განკარგვა და ფინანსური სტაბილურობა.
მშვილდოსანი
იყავით მზად სიურპრიზებისთვის და იმისთვის რომ დროულად გამოიყენოთ მოულოდნელი შესაძლებლობები. დღეს სწრაფად ახდენთ საქმეებზე ორიენტირებას, ამაში განწყობაც ხელს გიწყობთ.
თხის რქა
იყავით მართალი საკუთარ თავთან, აღიარეთ თუ გრძნობა გაქრა, ან იქნებ სიტუაციამ თუ ადამიანებმა ვერ გაამართლეს თქვენი მოლოდინები. ნუ გააჭიანურებთ გადაწყვეტილებების მიღების დროს.
მერწყული
სანამ ცდილობთ მოაგვაროთ თქვენი სოციალური პირობები და გაუმკლავდეთ შეზღუდვებს, რომელიც ამ წელმა მოიტანა, სამყარო თავად დაალაგებს ყველაფერს და გაგიხსნით გზას წარმატებისკენ.
თევზები
იყავით ზომიერი, ნუ გადაამეტებთ დაშვებულ ზღვარს თუ ცხოვრების კურსის ან საცხოვრებლად სხაგან გადასვლას გეგმავთ. კარგად განსაზღვრეთ მიზნები და მოტივები, მოიფიქრეთ რა გინდათ და რისკენ ისწრაფვით.