თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1004 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.36 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4932 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5229 ლარს
შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.97 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2232 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და
4.0919 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 11 დეკემბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა