თეგებით ძიება

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

არ შეჩერდეთ, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და შეუპოვრად განაგრძეთ გზა თქვენი მიზნისაკენ. დაუსვით წერტილი წარსულზე ფიქრს, დაიწყეთ ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან“.

კურო

დღეს შესაძლოა სირთულეებმა იჩინოს თავი. იძულებული იქნებით თქვათ ტყუილი და იეშმაკოთ, რათა თავიდან აიცილოთ პირდაპირი პასუხები მოულოდნელად წამოჭრილ საკითხებზე.

ტყუპები

ნებისმიერი თემა, რომელიც სახლსა და ოჯახურ თემებს უკავშირდება წარმატებით გადაიჭრება, შესაძლოა ეს იყოს სასამართლო პროცესის მოგებაც. სხვა მხრივ ბიზნეს აქტივობებისთვის დღე სასურველი არ არის.

კირჩხიბი

შესაძლოა კარიერულ გზაზე მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოთ და მიაღწიოთ იმას, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. მთავარია იმოქმედოთ გონივრულად და არ არის აუცილებელი თქვენი ცოდნა და უნარები თავიდანვე გაამხილოთ.

ლომი

როგორც ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდებით, მზად ხართ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, მტრებსა თუ კონკურენტებს არა თუ დაამარცხებთ არამედ თქვენს მხარდამჭერებად აქცევთ.

ქალწული

ცვლილებების აუცილებლობას ისედაც გრძნობთ, თუმცა თქვენ თავადაც უნდა იმოქმედოთ, გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც აქამდე ვერ შეძელით.

სასწორი

იყავით ორიენტირებული დასვენებასა და განტვირთვაზე, იზრუნეთ საახალწლო საჩუქრებზე და გარემოს მორთულობაზე. თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიურ ტალღაზე მყოფი ადამიანებისგან.

მორიელი

ნუ გაექცევით რეალობას, ახლა საჭიროა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე და თუ ხვდებით რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ რაღაცის შეცვლა, იმოქმედეთ!

მშვილდოსანი

გარშემომყოფების მიმართ მეტი გულახდილობა გმართებთ, ახლა თქვენს საყვარელ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა. კარგად დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით.

თხის რქა

იყავით გულახდილი და გახსნილი ყველა სიტუაციაში, განსაკუთრებით საქმიან სფეროში, შესაძლოა ხელმძღვანელობისგანაც კი მიიღოთ მხარდაჭერა. ნუ აჰყვებით ავ ენებსა და ინტრიგებს.

მერწყული

დღე დახუნძლულია სხვადასხვა სიახლეებით, ნუ დააგდებთ ტემპს, ახლა დასვენების დრო არ არის. განსაზღვრეთ თითოეული გადადგმული ნაბიჯის შედეგები და მოემზადეთ ცვლილებებისთვის.

თევზები

დღეს სჯობს რუტინული საქმეებით დაკავდეთ, ნურაფერს წამოიწყებთ ახალს, მიღებული იფორმაციის ფონზე დრამატულად რეაგირებას არ გირჩევთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მალე ყველაფერი დალაგდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა