ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1002 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1004 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4924 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4932 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2177 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.1068 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 დეკემბრიდან შევა ძალაში.