ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0978 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1002 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5052 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2162 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0999 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 დეკემბრიდან შევა ძალაში.