თეგებით ძიება

აზარტული და მომგებიანი ონლაინთამაშების სფეროში ახალ რეგულაციებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონის მიღება შეზღუდავს ონლაინ ტოტალიზატორების, ონლაინ კაზინოების ოპერირებას, შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები, რადგან ლუდომანია არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.

„კანონპროექტის შემუშავების მამოტივირებელი არ არის ეკონომიკური მიზანი, მისი შემუშავების მოტივი არის უფრო პოლიტიკური, რადგან ლუდომანიის პრობლემა, რომელსაც განიცდის საზოგადოება, არის უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ის სარგებელი, რაც სპორტის დაფინასების თუ დასაქმების ნაწილში მოაქვს ამ სფეროს. ეს არის ჩვენი მიდგომის პრინციპი. სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ აზარტული თამაშების შეზღუდვა გამოიწვევს არალეგალურ აზარტული თამაშების მოხმარებას, რაც გაცილებით დიდ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეები გახდებიან კრიმინალები. ისინი ნაკლებს კი არ ითამაშებენ -ითამაშებენ უარეს პირობებში არალეგალურად. მათი უფლებები იქნება ნაკლებად დაცული,ხოლო ის ადამიანები რომლებიც დასაქმებულები არიან, დაკარგავენ სამსახურს, ეს იქნება მთავარი შედეგი. საბოლოო ჯამში, ამ კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება,“- ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა