ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0957 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.21 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4873 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5052 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.79 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2105 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.1034 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 დეკემბრიდან შევა ძალაში.