"ბავშვი სკოლიდან რომ დაბრუნდა, კარები არავინ გაუღო" - ვაზიანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
ვაზიანის დასახლებაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა მეუღლე და სიდედრი სამზარეულოს დანით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
გარდაცვლილების მეზობლების ცნობით, ყვირილისა და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, პირველი, ვინც ამ ტრაგედიის შესახებ შეიტყო, ოჯახის არასრულწლოვანი წევრია, რომელიც სკოლიდან დაბრუნდა, კარი არავინ გაუღო და ბიძას შეატყობინა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
mtavari.tv