ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5017 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4873 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ -0.0144 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2040 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.1146 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 დეკემბრიდან შევა ძალაში.