თეგებით ძიება

სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესმენებს შორის

წეროვანში, გუშინ საღამოს, სამი ადამიანის დაჭაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს – სისხლიანი გარჩევის მთავარმა ფიგურატმა სავარაუდოდ, წეროვანი დატოვა.

დაჭრილებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები დასჭირდათ. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჭრილობები დაზარალებულებს მუცლისა და ფეხის არეში აქვთ მიყენებული.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, დაჭრილები არიან ძმები მეტრეველები, რომლებსაც ადგილობრივ ბიზნესმენთან, გაგა მამისაშვილთან, უთანხმოება ჰქონდათ.

ირკვევა, რომ დევნილთა დასახლებაში მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი ერთი წლის წინ დაიწყო, რომელიც გუშინ სროლით და სისხლიანი გარჩევით დასრულდა. მომხდარზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, კონფლიქტი და ხელჩართული ჩხუბი თანასოფლელბს შორის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა