თეგებით ძიება

აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება.

"პირველი მოსმენის შემდეგ იცით, რომ გამოითქვა გარკვეული ტელევიზიებიდან სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, რადგან უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც ამ ახალ რეალობაზე, აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ და რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზებისთვის მარტიდან ამოქმედდება. ეს არის მეორე მოსმენისთვის ცვლილება. დაახლოებით სამი თვე გამოდის გადაწევა ვადის. ჩემი აზრით, ეს ვადა არის საკმარისი, რომ ყველა ტელევიზია გადაეწყოს", - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა