"რეალურად, ასეთ გადაწყვეტილებებს მივყავართ ეროვნულ თანხმობამდე" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მერაბ კობიაშვილის განაჩენის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"ნაფიცი მსაჯულები!
რეალურად, ასეთ გადაწყვეტილებებს მივყავართ ეროვნულ თანხმობამდე.
თანხმობა არ ნიშნავს სიყვარულს, თანხმობა ნიშნავს სამართლიან სამოქალაქო წესრიგზე შეთანხმებას.
მოქალაქეების მონაწილეობა მართლმსაჯულებაში და მოქალაქეების მონაწილეობის გაფართოება ყველაზე მოკლე გზაა დამოუკიდებელი და ღირსეული მართლმსაჯულებისკენ, რომელსაც აქვს საზოგადოების ნდობა!
კარგი დღეა დღესაც! გუშინ სტრასბურგი! დღეს - ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.