თეგებით ძიება

ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი - თემურ ალასანია

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისთვის ამ დრომდე უცნობია, რატომ მოხდა მისი გამოკითხვაზე დაბარება და რა შეკითხვები აქვს გამოძიებას.

„არ ვიცი რა შეკითხვები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე და გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, გამოძიება რაზე მიმდინარეობს, ამის მიხედვით გადავწყვიტავთ როგორ მოვიქცეთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და შინაარსობრივად არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი და უხეში მცდელობა გადაიტანონ ყურადღება შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან“, - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მისი ჩამოსვლა 21 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, ალასანიას განმარტებით, აღნიშნული აქცია არ აინტერესებს და სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

"21 დეკემბერს ვიცი მარტო ერთი აქცია, ჩემი დისშვილის დაბადების დღე. ჩამოვედი, რომ ჩემს დას გავუწიო დახმარება, გვედით დავუდგე და აღვნიშნოთ ოჯახში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე, აქცია არ მაინტერესებს“, - აღნიშნა ალასანიამ.

არსებული ინფორმაციით, ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე თემურ ალასანიას ესაუბრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა