თეგებით ძიება

სამხარაულის ექსპერტს, მტკიცებულებების დალომბარდებისთვის, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ექსპერტს, რომელსაც სამხარეულის ეროვნული ბიუროდან ნივთმტკიცებულებს გატანას და დალომბარდებას ედავებოდნენ მოსამართლემ 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მიყენებული ზარალი იყო ძირითადად კომპიუტერული ტექნიკა. როცა საბოლოო ზიანი შეფასდა გამოვიდა 150 ათასი ლარის ფარგლებში. ბრალდებულის აქტიური თანამშრომლობის შედეგად მათი უმრავლეოსბა იქნა მოძიებული და ნაპოვნი", - ამბობს ადვოკატი.

ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მტკიცებულებები ინახებოდა, ექსპერტიზის ბიუროს საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით უმანკოშვილმა დაალომბარდა. უმანკოშვილმა ამბის შესახებ თავად აღიარა და მტკიცებულებების დალომბარდების ფაქტი ფინანსური პრობლემებით ახსნა.

დაკარგულია 150 ნივთმტკიცება. პოლიციამ 20 ნივთმტკიცებას ლომბარდებში მიაკვლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა