თეგებით ძიება

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

აქტიური დღეა, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ყველგან წარმატებით სარგებლობთ. იყავით დაკვირვებული და სხვისი ინტერესების დაკმაყოფილებაზეც იზრუნეთ. დღის მეორე ნახევარში განიტვირთეთ, არ დაგავიწყდეთ , რომ უქმე დღეა.

კურო

წარმატებული დღეა როგორც ძველი საქმეების დასასრულებლად, ასევე ახალი წამოწყებებისთვისაც. ეცადეთ არ გათქვათ საკუთარი სამომავლო გეგმები.

ტყუპები

დღეს აქტუალურია პირადი თემები, მოქმედებაზე მეტად ხელსაყრელია გარკვეული დასკვნების გამოტანა წარსული გაკვეთილებიდან გამომდინარე.

კირჩხიბი

დაიწყეთ დღე პატარ-პატარა ცვლილებებით, მიენდეთ თქვენს საოცარ ინტუიციას და მთავარია გქონდეთ რწმენა რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ.

ლომი

ახლა მოქმედებისთვის შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ მალე მოგეცემათ საშუალება თქვენი სურვილები აიხდინოთ ან აგიხდინონ ადამიანებმა, რომლებისგანაც ამას ნამდვილად არ ელით.

ქალწული

დღეს შესაზლოა მნიშნელოვანი ძვრების წინაშე აღმოჩნდეთ, შესაძლოა გადაწყვეტილების მიღების გამო გაღიზიანება და შფოთიც დაგეუფლოთ, მაგრამ ნუ გაჩერდებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მომგებიანი იქნება.

სასწორი

შემოქმედებითი სასწორებისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერად ჩაივლის დღე. ასევე ეცადეთ შემოქმედებითად მიუდგეთ ნებისმიერ საქმიანობას, მოლაპარაკებები იქნება ეს, კოლეგებთან საუბარი თუ ოჯახური თემების განხილვა.

მორიელი

ეცადეთ თქვენი ენერგია მოახმაროთ სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს, ისეირნეთ, განიტვირთეთ... გადახედეთ დაგეგმილ პროექტებს, შეიტანეთ მათში კორექტივები.

მშვილდოსანი

ნუ ჩაიკეტებით სახლში, მეტად ჩაერთეთ საცოალურ ქაოსში, შეხვდით მეგობრებს, წადით წვეულებებზე, დაესწარით ღონისძიებებს და ეცადეთ ამ დღის შანსები მაქსიმალურად გამოიყენოთ.

თხის რქა

მშვენიერი შესაძლებლობებით სავსე დღეა, ეცადეთ მეტად გაანებივროთ თქვენი საყვარელი ადამიანები თქვენი ყურადღებითა და მზრუნველობით.

მერწყული

ნუ ჩამორჩებით დროს, პაზიურობის დრო არ არის, ნაყოფიერია დღე ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. მთავარია დაიცვათ ზომიერება.

თევზები

ეს დღე ჯობია საკუთარ თავს მიუძღვნათ, გააკეთეთ გარკვეული ანალიზი ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, დაისახეთ ახალი გეგმები. ფიზიკურად მეტად დაისვენეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა