ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0958 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0914 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.44 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევროც, რომლის კურსი 3.4964 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.39 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 დეკემბრიდან შევა ძალაში.